8 ივნისი 2019 წელი

UG სამეცნიერო ფესტივალი

საკონტაქტო ტელეფონი: 591 08 43 09
რეგისტრაცია
 დასაწყისში დაბრუნება 
 ჩატარების ადგილის გეგმა 

მოგესალმებით,

საქართველოს უნივერსიტეტი და იუჯი სკოლა, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში 8 ივნისს ატარებს ,,UG სამეცნიერო ფესტივალი 2019''-ს. ფესტივალი დამთვალიერებლებს შესთავაზებს ახალ, ინოვაციურ, სანახაობრივ და საინტერესო აქტივობებს.

გვსურს მოგიწვიოთ სამეცნიერო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ეს ღონისძიება, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება ვერ განხორციელდება თქვენი მხარდაჭერის გარეშე. გვჯერა, რომ თქვენი დახმარებით შევძლებთ სამეცნიერო ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებას. ,,საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ფესტივალი 2019'' ჩატარდება ქ.თბილისის კოსტავას 77ა-ში

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი სკოლის სამეცნიერო ჯგუფის მონაწილეობა და შეავსოთ.

სარეგისტრაციო ფორმა

ფესტივალში მონაწილე სამეცნიერო ჯგუფების აქტივობებისთვის საჭირო მასალების მიწოდებას უზრუნველჰყოფს UG ფესტივალი. (სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც სპეციალურად თქვენთვის მომზადდა, საშუალებას იძლევა მიაბათ, მას შესაბამისი საჭიროებების ფაილი).

ჩვენ ასევე მზად ვართ მივიღოთ თქვენი შემოთავაზებები,ახალი, საინტერესო და ინოვაციური იდეები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება პროდუქტიული და წარმატებული.

speakers
speakers
speakers
 მოკლე ინფორმაციაზე დაბრუნება 
 დეტალური ინფორმაცია 
UG სამეცნიერო ფესტივალის ჩატარების ადგილის გეგმა
 ჩატარების ადგილის გეგმაზე დაბრუნება 
 სამოქმედო გეგმა 
პროექტის სახელწოდება:

UG სამეცნიერო ფესტივალი

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების პოპულარიზაციას სკოლის მოსწავლეებს შორის;
  • მოსწავლეთა ჩართულობას კვლევით პროექტებში;
  • სკოლების მოტივაციას, შექმნან ორიგინალური, შემეცნებითი და სახალისო ექსპერიმენტები;
  • შემოქმედებითი უნარების დემონსტრირებას.

ამოცანები:

პროექტის მიზნის მისაღწევად ვგეგმავთ, განვახორციელოთ სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის აქტივობები:

  1. საბუნებისმეტყველო დარგების საინტერესო ექსპერიმენტების გამოფენა;
  2. სპექტაკლი;
  3. სამეცნიერო კაფე;
  4. იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები;
  5. ვიდეოტური CERN-დან;
  6. დაჯილდოება;
  7. კონცერტი;

პროექტის ბენეფიციარები:

ღონისძიება განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც. ფესტივალის მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით – საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.

პროექტის ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ საქართველოს საშუალო სკოლების მოსწავლეები.

პროექტი გათვლილია 50 მონაწილე გუნდისთვის, სულ 250 მონაწილე.

სტუმრებისთვის ფესტივალისთვის გამოყოფილი სივრცე იტევს არანაკლებ 1000 ადამიანს.

პროექტის დასაბუთება:

საქართველოს უნივერსიტეტი რეგულარულად მონაწილეობს მეცნიერების პოპულარიზაციის ღონისძიებებში, რომელიც იმართება განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ (სამეცნიერო ფესტივალი 2016, 2017, 2018 წლები, ილია-უნის სამეცნიერო პიკნიკი 2016, 2017, 2018 წლები, რობოტო-ტექნიკის გამოფენა 2016წ, უმაღლესი სასწავლებლების გამოფენა 2016, 2017, 2018 წლები). უნივერსიტეტი ასევე სისტემატიურად აწყობს პრეზენტაციებს და საჯარო ლექციებს რეგიონებში. უკანასკნელ წლებში ჩატარებული აქტივობების შედეგად მიღებული უკუკავშირის ანალიზის საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა გეგმავს სამეცნიერო ფესტივალის მოწყობას თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებისთვის.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები თავს მოუყრის მოტივირებულ მოსწავლეებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ თავიანთ მომავალ/მომიჯნავე პროფესიაში შეიძინონ ის ახალი ცოდნა, რომელიც სცილდება სტანდარტულ საგაკვეთილო გეგმებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში საქართველოს რეგიონების სკოლების ჩართვა და მათი მოტივირება სამეცნიერო/შემეცნებით/ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა.

საქართველოს უნივერსიტეტს აქვს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება და თბილისის მერიის ხელშეწყობით სურვილი გვაქვს, სამეცნიერო ფესტივალი შევთავაზოთ უფრო ფართო წრეს.

დაგეგმილი აქტივობები:

პროექტის მიზნის მისაღწევად ვგეგმავთ, განვახორციელოთ სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის აქტივობები:

  1. საბუნებისმეტყველო დარგების საინტერესო ექსპერიმენტების გამოფენა; - საქართველოს საშუალო სკოლების მოსწავლეთა გუნდები წარმოადგენენ საბუნებისმეტყველო დარგების საინტერესო ექსპერიმენტებს. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები წარმოადგენს ბავშვებისთვის შემეცნებით და საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტებს. საგანმანათლებლო ცენტრები წარმოადგენენ საკუთარ შემოქმედებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კუთხით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გაიმეორონ მსგავსი ექსპერიმენტები. გაიმართება სხვადასხვა თემატიკის შემეცნებით და გასართობი პროგრამები; თითოეულ გუნდს დაეთმობა საკუთარი საჭიროებისამებრ მოწყობილი კარავი.
  2. სპექტაკლი გაიმართება სამეცნიერო ფესტივალისთვის სპეციალურად დადგმული სპექტაკლები; წარმოდგენილი იქნება „ექსპერიმენტორიუმისა“ და „რობოტექნიკის“ სახალისო და სანახაობრივი შოუპროგრამა;
  3. სამეცნიერო კაფე; მოწვეული მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს საინტერესო თემებზე.
  4. იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები; ჩატარდება იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები, სადაც მოსწავლეებს საშულება ექნებათ თავად აღმოაჩინონ საინტერესო ნივთები სიურპრიზებით.
  5. ვიდეოტური CERN-დან; ტურის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნობიან ჟენევაში ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის სამეცნიერო ექსპერიმენტებს. CERN-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერები მოსწავლეებისთვის მარტივად აღსაქმელ ენაზე on-line რეჟიმში გაუზიარებენ თანამედროვე მეცნიერული კვლევების მიზნებს
  6. დაჯილდოვდება; ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს დაურიგდებათ პირობით ნიშნები „მოწონება“, რომლებსაც ისინი საკუთარი შეხედულებისამებრ დაუტოვებენ მათი აზრით საუკეთესო მონაწილე გუნდს. ყველაზე მეტი „მოწონების“ გუნდი დასახელდება გამარჯვებულად და გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები; დაჯილდოვდებიან უნივერსიტეტის 2018 წლის საუკეთესო სტუდენტები და გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.
  7. კონცერტი; ღონისძიება დასრულდება კონცერტით და ფოიერვერკით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სკოლის მოსწავლეები, სტუდენტური კლუბები.

მოსალოდნელი შედეგები:

გამოვლინდებიან და წახალისდებიან მოსწავლეები, რითაც სტიმული მიეცემა მათ მომდევნო პროფესიულ განვითარებას.

ინდიკატორები:

  • სამეცნიერო ფესტივალის მონაწილე გუნდების რაოდენობა;
  • სამეცნიერო ფესტივალის ვიზიტორების რაოდენობა;
  • სამეცნიერო ფესტივალის წარმოდგენილი სკოლების რაოდენობა;

მონიტორინგი და შეფასება:

სამეცნიერო ფესტივალის შემდეგ მოხდება გაწეული ხარჯების მონიტორინგი; შეჯამდება მიღებული შედეგები და მომზადდება ანგარიში.

მონიტორინგი და შეფასება:

სამეცნიერო ფესტივალის შემდეგ მოხდება გაწეული ხარჯების მონიტორინგი; შეჯამდება მიღებული შედეგები და მომზადდება ანგარიში.

რისკების ანალიზი:

სამეცნიერო ფესტივალის რისკ ფაქტორს წარმოადგენს

  1. რეგიონებიდან სკოლების ჩართულობა. ამ რისკ ფაქტორის აღმოსაფხვრელად საქართველოს უნივერსიტეტი მზადაა საკუთარი რესურსების ხარჯზე უზრუნველყოს ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირება.
  2. პროექტში მონაწილეობისთვის მწირი რესურსის არსებობა თბილისისა და რეგიონის სკოლებში. საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მზად არის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს სკოლის გუნდებს სამეცნიერო ექსპერიმენტების სრულყოფაში კონკრეტული რეკომენდაციების მიცემითა და ტექნიკური მხარდაჭერით.

პროექტის მდგრადობა:

სამეცნიერო ფესტივალი გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი საინტერესო და სახალისო ღონისძიება მოსწავლეებისთვის, სადაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაუზიარონ თანატოლებს თავიანთი გამოცდილება და წარმატებული ექსპერიმენტები აქციონ რეალურ პროექტებად, რომელთა რეალიზებაში ასევე დახმარებას გაუწევს საქართველოს უნივერსიტეტი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამეცნიერო ფესტივალის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში განთავსდება კვების ობიექტები, წყალი და გამაგრილებელი სასმელები. უზრუნველყოფილი იქნება სველი წერტილები და უსაფრთხოება. მოეწყობა მცირე მოსასვენებელი ზონა. უზრუნველყოფილი იქნება wi-fi კავშირი.

 დეტალურ ინფორმაციაზე დაბრუნება 
 პროექტის შემსრულებელი 
სამოქმედო გეგმა

აქტივობა

8 ივნისი 2019

10:00

11:00

12:00

13:00

14:00

15:00

16:00

17:00

18:00

19:00

საბუნებისმეტყველო დარგების საინტერესო ექსპერიმენტების გამოფენა

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 

 

სპექტაკლი

 

 

 

 

  •  
  •  

 

 

 

 

სამეცნიერო კაფე

 

 

 

 

 

 

  •  
  •  

 

 

იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 

 

ვიდეოტური CERN-დან

 

 

  •  

 

 

 

 

 

 

 

დაჯილდოვდება

 

 

 

 

 

 

 

 

  •  

 

კონცერტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

  •  

 სამოქმედო გეგმაზე დაბრუნება 
 თემები 
ინფორმაცია პროექტის წარმომდგენი ორგანიზაციისა და შემსრულებლის შესახებ
ორგანიზაციის რეგისტრაციის თარიღი:

 02.07.2008

რეგისტრაციის ნომერი:

 205258344

ორგანიზაციის მისია:

საქართველოს უნივერსიტეტი ეწევა ცოდნის წარმოებას და პიროვნების განათლებას, რაშიც ვგულისხმობთ ადამიანში ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების გაღვივებას, და მის აღჭურვას პატიოსანი შრომით წარმატების მისაღწევად საჭირო ცოდნითა და უნარებით ყოველივე ამით, რასაც ვახორციელებთ მუდმივად ინოვაციური მიდგომით, და საკუთარი ინსტიტუციური სრულყოფილების მაგალითით წვლილი შეგვაქვს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში, ქართველი ერისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

Ug სკოლის მისიაა განათლებული, ჰუმანური იდეალებითა და პატრიოტული გრძნობით აღჭურვილი, ანალიტიკურად და შემოქმედებითად მოაზროვნე ღირსეული მოქალაქის აღზრდა, რომელსაც თავისუფლად შეეძლებს სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მეშვეობით საკუთრი შესაძლებლობების რეალიზება შემდგომი პიროვნული განვითრებისთვის: იქნება ეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისა თუ საუნივერსიტეტო სწავლების დაძლევა, ასევე სხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში წარმატებით მონაწილეობა.

ორგანიზაციის მიზნები:

  • ვიყოთ ლიდერი უნივერსიტეტი რეგიონში. აქ სწავლა და კვლევა ასოცირდებოდეს უმაღლეს ხარისხთან, დიპლომი იყოს პრესტიჟული
  • ვიყოთ საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც მუდმივი სტუდენტების არანაკლებ 50% უცხოელია. გვქონდეს საერთაშორისო თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკა-სტაჟირების, ტექნოლოგიური ტანსფერის და ა.შ. მიმართულებით
  • ვიყოთ საქართველოში ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტი: როგორც სასწავლებელი, კვლევითი დაწესებულება, ბიზნეს-ორგანიზაცია
  • ვიყოთ ლიბერალური ღირებულებების გამავრცელებელი რეგიონში, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ღირებულებების ფორმირების პროცესში.
UG სკოლა
  • საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების საგნების თანაბარი და სიღრმისეული სწავლება, რაც ეფუძნება მოსწავლის პრაქტიკული მუშაობისა და კვლევითი უნარ-ჩვევების მიზანმიმართულ განვითარებას და ხორციელდება უახლეს სასწავლო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;
  • მოსწავლეებში ჰუმანურ-ლიბერალური ღირებულებების განვითარება, მათი შრომაზე დაფუძნებულ მიღწე-ვებზე და წარმატებებზე ორიენტირებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება;
  • სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მაღალტექნოლოგიური უზრუნველყოფა;
  • ბავშვთა ჰარმონიულ ფიზიკურ, თუ ფსიკიკურ განვითარებაზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციურად შემუშავებული სამედიცინო და ფსიქოლოგიური პროგრამები;
  • ბავშვზე მორგებული მეგობრული გარემო და კვალიფიციური პედაგოგები;

 პროექტის შემსრულებლებზე დაბრუნება 
 სარეგისტრაციო ფორმა 
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის :

ქიმიის მიმართულებით - ვულკანი ჯამში (ან ვულკანი ჭიქაში), ოქროს წვიმა, ქიმიური გველები, ეგვიპტის წყვდიადი (ეგვიპტის ღამე), საიდუმლო მელანი, ჯადოსნური რძე;

უჯრედებიდან, ფოტოფირის კატრიჯის „აფეთქება“, ფილტვის მოდელი (სუნთქვა), მოცეკვავე ქიშმიშები, მცენარეებში წყლის ტრანსპორტი, კოლა და დიეტური კოლა;

პირველადი დახმარება, სისხლის ჯგუფის განსაზღვრა, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში, სამედიცინო მანიპულაციები.

ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა:

ტექნიკური დისტანციური ლაბორატორია, სტუდენტთა გამოგონებები, გამორჩეული პროექტების სადემონსტრაციო მოდელ-მაკეტები: ულტრაბგერითი მეგზური უსინათლოთათვის, რომელიც მათ შენობასა და შენობის გარეთ გადაადგილებაში ეხმარება და ხელსაწყო აგრარული გაზომვებისთვის, რომლის საშუალებითაც მიწისა და ჰაერის ტენიანობის, ტემპერატურის და მიწის მოსავლიანობა იზომება.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა:

მუზეუმთან ერთად მოეწყობა არქეოლოგიის კუთხე ექსპონატებით, “საბავშვო არქეოლოგია“;

ადამიანის ხელის კვალისა და მიკრონაწილაკების აღება ქაღალდიდან შესაბამისი ინგრედიენტების გამოყენებით;

ადამიანის ფეხის კვალის აღება, როგორც მყარი, ასევე ფხვიერი ზედაპირიდან შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

თემა: ეს თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ.

დაკავშირებული ცდები. ექსპერიმენტში გამოყენებული იქნება საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებები და მათ ბაზაზე მიღებული მასალები.

  1. როგორ წარმოიქმნება ქაფი?
  2. როგორ მივიღოთ მდგრადი ქაფის ბუშტები?
  3. როგორ გავბეროთ საპნის ბუშტი საპნის ბუშტში?
  4. როგორ გავბეროთ 2 მეტრი სიგრძის საპნის ბუშტი?
  5. წყლის ფსკერზე ყველაფერი სველია?
  6. ქაფის „ქიმიური გენერატორი“.

გამოიყენება სპეცეფექტების შექმნისას:

  1. დროებითი სისხლის ლაქა;
  2. ჭრილობა ბლაგვი დანით;
  3. ქიმიური ვულკანი;
  4. ცეცხლი ასანთის გარეშე;
  5. ფეიერვერკი ჭიქაში;
  6. წყალი წვავს ქაღალდს.

  1. ქიმიური ლოტო - სპილენძისა და ნიკელის იონების აღმოჩენა;
  2. „ქამელეონი“ რეაქცია;
  3. უხილავი მელანი;
  4. ტყვიის ნიტრატის აღმოჩენა;
  5. ცილის აღმოჩენა.

  1. ცხელი ყინული;
  2. ლამაზი ქიმია;
  3. გიგანტური ქაფი;
  4. ნახშირი შაქრისაგან;

თემა: რობოტიკა

მარტივი რობოტიკა - ბავშვები ადგილზე ააწყობენ და დააპროგრამებენ რობოტებს,

ტექნოლოგია და ფიზიკა - ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გამოსცადონ, როგორ მიიღება ენერგია განახლებადი წყაროებიდან

რთული რობოტიკა - მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ, როგორ მუშაობენ ასეთი რობოტები. სურვილის შემთხვევაში, სტუმრები შეძლებენ მათ პროგრამირებას.

თემა: გამოგონებები და ინოვაციები ჯგუფი: III-VI კლასის მოსწავლეები

აქტივობის ამოცანა: ადამიანის ცხოვრებაში გამოგონებებისა და ინოვაციების როლის გააზრება; საინტერესო გამოგონებების შესახებ ინფორმაციის მიღება; მნიშვნელოვანი გამოგონებების/ინოვაციების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა; ორიგინალური იდეების გენერირება ინოვაციური პროდუქტის მოსაფიქრებლად ან გასაუმჯობესებლად; გამოგონებების როლისა და იმ ადამიანთა შრომის დაფასება, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ პროდუქტებს. მასალა: საქპატენტისა და საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მიერ შექმნილი საბავშვო ზღაპრები (საკითხავი წიგნები) ინოვაციების შესახებ; მინიშნებები; პრეზენტაციები გამოგონებების შესახებ; სქემები.

აქტივობის შინაარსი: კითხვისთვის მომზადება; ზღაპრის კითხვა; ცნობილი ინოვაცი(ებ)ის პრეზენტაცია - მიზეზი და შედეგი; მსჯელობა გამოგონების შესახებ (ასოციაციური რუკის შექმნა); გამომგონებლის სქემის შევსება - გამოგონების შექმნა; ინფორმაცია თანამედროვე გამოგონებების შესახებ (ინტერნეტი, wifi და ა.შ.).

 თემებზე დაბრუნება 
 დამატებითი ინფორმაცია 

სარეგისტრაციო ფორმა

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი

სარეგისტრაციო ფორმის გაგზავნიდან 48 საათის განმავლობაში ელ. ფოსტაზე მიიღებთ დასტურს რეგისტრაციის შესახებ.

თქვენი მონაცემები გაგზავნილია. მადლობას მოგახსენებთ ფესტივალზე დარეგისტრირებისათვის